დავით უსუფაშვილმა, ალბათ, უნდა დააკონკრეტოს, ვის გულისხმობდა ლენინელებსა და სტალინელებში

დავით უსუფაშვილმა, ალბათ, უნდა დააკონკრეტოს, ვის გულისხმობდა ლენინელებსა და სტალინელებში

ძალიან მკაფოდ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა დავით უსუფაშვილისადმი, ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს, - განცხადება ამის შეხაებ ჟურნალიტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის განცხადებით, ვერანაირი ინდივიდუალური განცხადებები გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.

”ძალიან მკაფოდ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა დავით უსუფაშვილისადმი, ”ქართულ ოცნება, დემოკრატიულ საქართველოს” ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს. ვის გულისხმობდა დავით უსუფაშვილი, ალბათ, უნდა დააკონკრეტოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი დაბრკოლება არ ექნება ვიზალიბერალიზაციაზე და ძალიან ურყევი, ძალიან მკაფიო მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანას ევროპარლამენტის და კონკრეტული დეპუტატების. ”სახალხო პარტიიდან” ინდივიდუალური განცხადებები, ნამდვილად ვერ მოახდენს გავლენას ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელსაც უმრაალესობით მიიღებენ ძალიან მალე ევროპარლამენტში,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ .

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ ”მცირე პრობლემას” ხედავს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში გუშინ განუცხადა, სამიდან ერთ-ერთი ”ქართული ოცნების” არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს” უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება.