სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, მერაბიშვილი და უგულავა უნდა გათავისუფლდნენ

სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, მერაბიშვილი და უგულავა უნდა გათავისუფლდნენ

სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, - ამის შესახებ ”ევროპის სახალხო პარტიის” წევრმა იაცეკ საირუშ ვოლსკიმ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ”სახალხო პარტიის” დეპუტატმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, EPP მოითხოვს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხი არჩევნების დასრულებამდე გადავადდეს.

”ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, თუმცა საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ არღვევს ევროპულ სტანდარტებს. ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებას. მაგალითად, როგორიც არის ყოფილი პრემიერმინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ასევე თბილისის ყოფილი მერი. ასევე, ადგილი აქვს დამოუკიდებელი ტელევიზიის, ”რუსთავი 2”-ის შევიწროებას. ასე რომ, სანამ უვიზო რეჟიმი ამოქმედდება და სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, საქართველომ ეს სტანდარტები უნდა გააუმჯობესოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურებს საქართველო უვიზო რეჟიმს. ამისთვის კი უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამასვე ვითხოვდით უკრაინისგან, როდესაც ვითხოვდით იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას. ჩვენ ვითხოვთ მერაბიშვილისა და უგულავას გათავისუფლებას. ასევე ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას”, - განაცხადა EPP-ის წარმომადგენელმა იაცეკ საირუშ ვოლსკიმ.