IRI-მ პარტიებისთვის პოლიტიკური რეიტინგების გაცნობა დაიწყო

IRI-მ პარტიებისთვის პოლიტიკური რეიტინგების გაცნობა დაიწყო

„პირWელთან“ საუბარში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში აღნიშნეს, რომ შედეგები ორგანიზაციის ვებგვერდზე რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ NDI-მ კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია უკვე გამართა.

ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ 15% დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 13 %

გამოკითხულთა 38%-მა არ იცის ხმას ვის მისცემდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ 13% დაუჭერდა მხარს, „თავისუფალ დემოკრატებს“ გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხულთა 3% აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს. "ლეიბორისტებს" - 4%,  12 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.  არც ერთი პარტია - 6 %.  სხვა პარტიები - 3%. ამასთან, პარტიები, რომლებიც დაასახელეს რესპონდენტების 3 % - ზე ნაკლებმა: "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო", "ახალი მემარჯვენეები", "გირჩი", "საქართველოს გზა".