"ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" 20% დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას"-19%" - IRI

"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგებს შორის განსხვავება 1 %-ს შეადგენს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას", 19% კი, "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს.

კვლევის თანახმად, მესამე ადგილს "თავისუფალმა დემოკრატები" იკავებენ და მათ 13 %-იანი მხარდაჭერა აქვთ.

შედეგები "რუსთავი 2" - მა გამოაქვეყნა.

IRI-ის კვლევები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა და გავრცელებული ინფორმაციით კვლევის შედეგებს პოლიტიკური პარტიების ნაწილი იცნობს, ნაწილი კი, უახლოეს დღეებში გაეცნობა.

პირWელთან“ საუბარში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში აღნიშნეს, რომ შედეგები ორგანიზაციის ვებგვერდზე რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ NDI-მ კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია უკვე გამართა.

მისი შედეგების თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ 15% დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 13 %

გამოკითხულთა 38%-მა არ იცის ხმას ვის მისცემდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ 13% დაუჭერდა მხარს, „თავისუფალ დემოკრატებს“ გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხულთა 3% აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს. "ლეიბორისტებს" - 4%,  12 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.  არც ერთი პარტია - 6 %.  სხვა პარტიები - 3%. ამასთან, პარტიები, რომლებიც დაასახელეს რესპონდენტების 3 % - ზე ნაკლებმა: "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო", "ახალი მემარჯვენეები", "გირჩი", "საქართველოს გზა".