ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

მედიაში ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე ქ.თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ქვემდებარეობით გამოძიების შემდგომი ჩატარების მიზნით გადაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოში. ეკა მიშველაძის თხოვნის საფუძველზე საქმე გამოსაძიებლად გადაეცემა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.