იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო პროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო პროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო პროექტს მხარი დაუჭირა.

8-მომხრე, 3-წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი. პროექტის წინააღმდეგ პავლე კუბლაშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა გოგორიშვილმა მისცეს ხმა.

კენჭისყრას საკონსტიტუციო ინიციატივის განხილვა და დებატები უძღვოდა წინ.

საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები სავარაუდოდ, მომავალი კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა.

ერთის მხრივ, საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილ პროექტზე, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს, ხოლო მეორეს მხრივ, პარლამენტის დღის წესრიგში ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებები დგას, რაც 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხა, პარლამენტმა ვერც ერთი საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ვერ შესძლოს. დეპუტატის თქმით, უმრავლესობის წევრთა ნაწილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს.