"NDI- ს კვლევები საზოგადოების სოცილოგიურ შანტაჟს უფრო წააგავს ვიდრე, ნამდვილ სოციოლოგიას"

ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ NDI-მ უნებლიედ თუ განზრახ, ისე ჩაატარა კვლევები, რომ ტენდენციური შედეგები მიიღო.

რამაზ საყვარელიძემ "პირWელთან" საუბრისას განმარტა, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის არსებული მცირე განსხვავება გვაფიქრებინებს, რომ ეს ორი მაჩვენებელი ერთი და იგივეა.

"საყურადღებოა, რომ დავით ბაქრაძეს აქვს უფრო მაღალი მაჩვენებლები, ვიდრე - კვირიკაშვილს, მაშინ როდესაც ბაქრაძე საკმაოდ იშვიათად ჩანს ტელეეკრანებზე, ხოლო კვრიკაშვილი თითქმის ყოველდღე. თან, კვირიკაშვილი ოპონენტებზეც კი არ ტოვებს გამაღიზიანებელ შთაბეჭდილებას. რაც ხშირად ჩანს ეკრანზე, ის მოქმედებს პოლიტიკოსის რეიტინგზე დადებითად. აქ კი, ნაკლები სიხშირის პერსონებს აქვთ მაღალი რეიტინგი",-განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ კანონზომიერების დარღვევა სავარაუდოს ხდის, რომ NDI დაინტერესებული მხარეა.

"მან უნებლიედ, თუ განზრახ ისე ჩაატარა კვლევები, რომ ტენდენციური შედეგები მიიღო. ასეთი რამ NDI-ის  ხშირად ემართება, მათ შორის, მოუვიდა 2012 წლის არჩევნების წინ.

"სამწუხაროდ, საქართველოში უცხოელები ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს. არც მაშინ, 2012 წელს შერცხვათ იმის, რომ აღარ გაეგრძელებინათ სოციოლოგიური მუშაობა. სამწუხაროდ, NDI-იმ გააგრძელა კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება, რაც საზოგადოების სოცილოგიურ შანტაჟს უფრო წააგავს, ვიდრე ნამდვილ სოცილოგიას",- აღნიშნა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ 15% დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 13 %.