"როდესაც NDI უშვებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძლება, არჩევნებში გაიმარჯვოს, უკვე ანეგდოტია"

სოციოლოგ, ვალერიან გორგილაძის განცხადებით, NDI-ს კვლევები ყოველთვის ადვილად პროგნოზირებადია და ის საზოგადოებაში განწყობების დანერგვას ემსახურება.

გორგილაძის თქმით, ჯერ კიდევ ორი დღის წინ იცოდა, რა კვლევებს დადებდა NDI, რამაც უკვე ანეგდოტური ფორმა მიიღო.

"გუშინწინ ვიწინასწარმეტყველე, რა კვლევებს დადებდა NDI. ეს ორგანიზაცია ძალიან მარტივად პროგნოზირებადია. დიდი ხანია ვამბობ, რომ ის ნერგავს განწყობებს და არ აინტერესებს სოცილიოგია, როგორც გაზომვა. ის სოციოლოგიას, როგორც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციის ტექნიკას, ისე იყენებს. ეს უკვე ანეგდოტურ ფორმებს იღებს. ის, რომ თეორიულად, NDI უშვებს იმას, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძლება ამ არჩევნებში გაიმარჯვოს, ეს უკვე ანეგდოტია", - განუცხადა გორგილაძემ "პირWელს".