პარლამენტმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები უნდა აირჩიოს. აღნიშნულ თანამდებობაზე სახალხო დამცველის მიერ წარდგენილია ირინა ფუტკარაძის კანდიდატურა, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ - ირაკლი პაპავას კანიდატურა.
საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა ერთ მეოთხედის სახელით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში წარდენილია სულხან სალაძის და გიორგი ნიჟარაძის კანდიდატურები.
პარლამენტმა აღნიშნულ კანიდატურებს კენჭი დღეს უნდა უყაროს.