გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის (MAD) შიდა მოკვლევის დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის სამხედრო ძალების სულ მცირე 29 ოფიცერი ტერორისტულ დაჯგეუფებებში გასაერთიანებლად სირიაში გაემგზავრა.
როგორც euronews.ge წერს, გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული 29 ოფიცრიდან 19 პირი 2007 წელს სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“ისლამიზმი გერმანიის არმიის მთავარი პრობლემა არ არის, თუმცა ის იმდენად სერიოზულია, რომ მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს”, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის არმიაზე ზედამხედველობის კომიტეტის პასუხისმგებელმა წევრმა ჰანს-პეტერ ბარტელიმ.