„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა ეყარის ქალაქ მოსულთან მდებარე, 2000 წლის წინ აშენებული არქიტექტურული ძეგლი ”ღმერთის კარიბჭე” დაანგრიეს. ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euronews.ge წერს.
ისტორიულ ძეგლზე ტერორისტული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია ერაყის არქეოლოგიის სამმართველოს, თუმცა აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის მუზეუმის წარმომადგენელმა განაცხადა.