სერგო რატიანი :  15-პროცენტიანი სამთავრობო პარტია ნიშნავს, რომ მხარდამჭერები აღარ ჰყავთ

სერგო რატიანი : 15-პროცენტიანი სამთავრობო პარტია ნიშნავს, რომ მხარდამჭერები აღარ ჰყავთ

შეიძლება ზოგიერთისთვის ვარსკვლავებითა და ყავით მარჩიელობა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით შეუძლიათ გააგრძელონ კვლევა, - განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა გააკეთა.

რატიანის თქმით, NDI-ის კვლევის მიხედვით, 15 პროცენტიანი სამთავრობო პარტია ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მხარდამჭერი აღარ ჰყავს

,,15-პროცენტიანი სამთავრობო პარტია ნიშნავს იმას, რომ მათ ამომრჩევლები და მხარდამჭერები აღარ ჰყავთ. 15 პროცენტი არის სუფთა ადმინისტრაციული რესურსი და მეტი არაფერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ოქტომბერში ჩვენ ამ ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ და გავაგრძელებთ განვითარებას. ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი და ეს აჩვენა გამოკვლევებმა. ამ კრიზისიდან ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი. რაც შეეხება რეიტინგის დაუჯერებლობას, ეს არის ავტორიტეტული ორგანიზაცია, შეიძლება ზოგიერთისთვის ვარსკვლავებითა და ყავით მარჩიელობა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით შეუძლიათ გაააგრძელონ კვლევა", - განაცხადა სერგო რატიანმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 13 % - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".