NDI-ს არ გაუმართლა, კოალიციაში ხუთი წევრიდან ხუთივე დამოუკიდებლად იყრის კენჭს

NDI-ს არ გაუმართლა, კოალიციაში ხუთი წევრიდან ხუთივე დამოუკიდებლად იყრის კენჭს

NDI-ის კვლევა პოლიტიკურ ნაწილში საინტერესო ვერ იქნება, - ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა NDI-ის კვლევის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, კვლევა ჩატარდა მანამ, ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური კუთხით გარკვეული ცვლილებები მოხდებოდა.

,,NDI-ს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გაუმართლა, იმიტომ რომ კვლევა ჩაატარეს მაშინ, როდესაც არ იცოდნენ რა მოხდებოდა. როგორც ვიცი გადაიდგა ძალიან სერიოზული ნაბიჯები. კოალიციაში ახლა ხუთი წევრიდან ხუთივე დამოუკიდებლად იყრის კენჭს. ამიტომ სრულიად უცნობია ვის რა რეიტინგი აქვს. ეს გამოკვლევა პოლიტიკურ ნაწილში საინტერესო ვერ იქნება უბრალო მიზეზის გამო, რომ არამარტო მაღალია მაჩვენებელი იმათი, ვინც არ იცის ვის უნდა მისცეს ხმა, არამედ ხალხმა ისიც არ იცოდა, რომელი პარტიები იყრიდა კენჭს და ,,ქართულ ოცნებას ერთად განიხილავდა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.