იტალიის სანაპირო დაცვამ ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 4 000 მიგრანტი გადაარჩინა. ამის შესახებ Euobserver-ი იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, იტალიის სანაპირო დაცვას სამაშველო სამუშაოებში საბერძნეთის სატვირთო გემი და ევროკავშირის სასაზღვრო სამსახური „ფრონტექსი“ დაეხმარა.
ევროპაში მიგრანტების დიდი ნაწილი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ჩადიან. ბოლო ერთი წელია მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდეს მიგრაციულ კრიზისს განიცდის.