”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება”, ხოლო 11 % - ”ნაციონალური მოძრაობა”.
კითხვაზე პასუხი არ იცის 43 %-მა, 5% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია, 4 % მიიჩნევს, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” გაიმარჯვებდა, პასუხად სხვას აცხადებს გამოკითხულთა 5 %, აღნიშნულ პასუხში კი მოიაზრებიან პარტიები - ”პატრიოტთა ალიანსი”, ”ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ლეიბორისტული პარტია”, ”გირჩი”, ”საქართველოს გზა” და ”ახალი მემარჯვენეები”.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.