ბრაზილიის პრეზიდენტი ოპონენტებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშულებს

ბრაზილიის პრეზიდენტი ოპონენტებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშულებს

ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი პოლიტიკურ ოპონენტებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშულებს.

„ბიბისის“ ცნობით, რუსეფმა, რომელიც იმპიჩმენტის საფრთხის წინაშეა, შეთქმულებაში ვიცე პრეზიდენტი მიშელ ტემერიც დაადანაშაულა. მას პირდაპირ არ დაუსახელებია ტემერი, თუმცა, აღნიშნა, რომ შეთქმულების მზადებას ადასტურებს ის აუდიომიმართვაც, რომელიც ბრაზილიურ მედიაში ორშაბათს გავრცელდა. აღნიშნული აუდიომიმართვა კი სწორედ ვიცე პრემიერს ეკუთვნის, რომელიც შემთხვევით გავრცელდა და რომელშიც ჩანს, თუ როგორ ემზადება ტემერი პრეზიდენტის სახელით სიტყვით გამოსვლისთვის რუსეფის იმპიჩმენტის შემთხვევაში. დილმა რუსეფის იმპიჩმენტის საკითხს კონგრესი 17 ან 18 აპრილს განიხილავს.

პრეზიდენტს სახელმწიფო ბიუჯეტში დეფიციტის ზრდაში ადანაშაულებენ. კერძოდ, როგორც მისი ოპონენტები აცხადებენ, რუსეფმა იცოდა იმ კორუფციული სქემის შესახებ, რომლის მიხედვითაც ბრაზილიის უმსხვილესმა ნავთობკომპანია „პეტრობრასმა“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები მოიპარა.