კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15% ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, 13 % - ” ნაციონალურ მოძრაობას”

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15% ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, 13 % - ” ნაციონალურ მოძრაობას”

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15% ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, ხოლო 13 % - ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.