გიორგი კვერენჩხილაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შეთავაზებას, არც უარყოფს და არც ადასტურებს

გიორგი კვერენჩხილაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შეთავაზებას, არც უარყოფს და არც ადასტურებს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ამ თემაზე კონსულტაციები არავისთან ჰქონია.

გიორგი კვერენჩხილაძე საკითხზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს, ვინაიდან მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება სექტემბერში იწურება.

„ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. 6-7 თვით ადრე ნაკლებად სერიოზული მგონია ამ თემებთან დაკავშირებით საუბარი. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი იურისტისთვის მოსამართლეობა, მით უმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობა, საკმაოდ პატივსაცემი თანამდებობაა“, -განმარტა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა. გიორგი კვერენჩხილაძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. „შემიძლია გულწრფელად დაგიდასტუროთ, რომ არანაირი პრობლემა არავისთან ურთიერთობაში არ მქონია“,- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა.