"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ Panama Papers-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. "მხოლოდ ის ვიცი, რომ კვლევებში, რომელიც გამოქვეყნდა, მითითებულია დავით კეზერაშვილის გვარი, რომელსაც აქვს ოფშორულ ფირმებში განთავსებული თავისი ანაბრები, მაგრამ სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.