„პანამა ფეიფერსთან“ დაკავშირებით, აჯობებს ბიძინა ივანიშვილის საქმეები გამოიძიონ

„პანამა ფეიფერსთან“ დაკავშირებით, აჯობებს ბიძინა ივანიშვილის საქმეები გამოიძიონ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ოფშორული ანგარიშები მის მინისტრობასთან კავშირში არ არის. გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მან დავით კეზერაშვილის ადვოკატისგან გუშინ მოისმინა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილის კომპანიის დაფუძნებისა და მისი თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდები ერთმანეთისგან შორს არის. „ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა აქ არ არის. პანამა ფეიფერსთან დაკავშირებით, თუ გამოიძიებენ ბიძინა ივანიშვილის და სხვების საქმეებს, კარგი იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გამოცემა „პანამა ფეიფერსმა“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია მსოფლიო პოლიტიკური ფიგურების ოფშორული კომპანიების შესახებ, რომელთა შორისაც არიან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და ასევე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.