ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის განცხადებით, “ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ სახალხო ნდობა სულ უფრო კლებულობს და ის შეიძლება ჩამოიშალოს”.
როგორც euronews.ge წერს, შულცის თქმით, ევროკავშირის “ჩამოშლის” რისკი არსებობს, ნაწილობრივ ევროპის ქვეყნებში ევროსკეპტიკური განწყობების ზრდის გამო.
“ჩვენ მოლიპულ გზაზე ვდგევართ, საჭიროა მეტი ნდობა ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან და მეტი კომუნიკაცია ხალხთან”, - განაცხადა შულციმ.