„თალიბანმა“ ავღანეთში მასშტაბური ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

„თალიბანმა“ ავღანეთში მასშტაბური ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

ავღანეთში მოქმედმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ მასშტაბური შეტევითი ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. თალიბების მიერ გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს დილის 5 საათზე დაჯგუფების წევრებმა „ოპერაცია უმარი“ დაიწყეს, რომლის ამოცანაც „დაკავებული ტერიტორიების მოწინააღმდეგისგან გათავისუფლებაა“.

თალიბების თქმით, ისინი აპირებენ მტრის პოზიციებზე მასშტაბურ თავდასხმებს, თვითმკვლელი ტერორისტების ჩართულობით ტერაქტების განხორციელებას, ასევე მოწინააღმდეგის სამხედრო პოზიციებზე შეტევას.

„თალიბანი“ მთავარ მოწინააღმდეგედ ავღანეთში ნატო-სა და აშშ-ის სამხედროებს მიიჩნევს, რომლებიც იქ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში მსახურობენ.