Freedom house-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც მოიცავს ცენტრალურ ევროპას, აღმ.ევროპას და პოსტ-საბჭოთა სივრცეს, მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა.
მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით საქართველომ დემოკრატიის ზოგადი მაჩვენებელი გაიუმჯობესა. კვლევაში ხაზგასმულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება. Freedom house აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა (გახმაურებული საქმეები) სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი საქართველოში დღითი-დღე უმჯობესდება.
Freedom house-ი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარკვეული კითხვის ნიშნებისა („რუსთავი2“-ის სასამართლო საქმე, ჟურნალისტების წასვლა ტელევიზიებიდან) მედიის თავისუფლების თვალსაზრისით უკანასკნელ წლებში საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს.
Freedom house-ის კვლევების მიხედვით, 2012 წლიდან მოყოლებული საქართველომ თითქმის ყველა მაჩვენებელი გააუმჯობესა მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლის, სამართლიანი არჩევნების, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ზოგადად დემოკრატიის ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით. საქართველომ საერთო რეიტინგში 2012 წელთან შედარებით პოზიცია 0.21 ქულით გაიუმჯობესა და 7 ქულიან შკალაში (სადაც 7 ყველაზე ნეგატიური მაჩვენებელია, ხოლო 1 ყველაზე პოზიტიური) 4.82. ქულიდან 4.61 ქულაზე ჩამოიწია.
საქართველო რეიტინგებში უსწრებს როგორც რეგიონის, ასევე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს და დემოკრატიის თვალსაზრისით ამ სივრცეში მოწინავე ადგილი უკავია.
საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,64 პუნქტიდან 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა. ამის შესახებ საუბარია Freedom House-ის ანგარიშში სახელწოდებით „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016“.
ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ვრცლად არის მიმოხილული საქართველოში განვითარებული მოვლენები და დღეს არსებული მდგომარეობა.
საქართველოში არსებული მმართველობა შეფასებულია, როგორც „გარდამავალი ხელისუფლება ან ჰიბრიდული რეჟიმი“.
ანგარიშის თანახმად, შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, ანუ არ გაუმჯობესებულა და არ გაუარესებულა მდგომარეობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული დემოკრატიული მმართველობა (5,50 პუნქტი), საარჩევნო პროცესი ( 4,50 პუნქტი), სამოქალაქო საზოგადოება (3,75 პუნქტი), დამოუკიდებელი მედია (4.00 პუნქტი), ადგილობრივი დემორკატიული მმართველობა (5,25 პუქნტი), კორუფცია (4,50 პუქნტი).
ერთადერთი ცვლილება მოხდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით და აქ, შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა.
12 აპრილს, „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში „სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში“, რომელიც ასახავს დემოკრატიის განვითარებას ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის 29 ქვეყანაში 2015 წელს. დემოკრატიის განვითარების შეფასების ცხრილში პირველ ხუთეულში არიან: ესტონეთი, სლოვენია, ლატვია, ჩეხეთის რესპუბლიკა და ლიტვა. საქართველოს საშუალო მაჩვენებლით - 4,61 ქულით მე-17 ადგილზეა. საქართველოს ქულა შარშანდელთან შედარებით 0,03 ქულით გაუმჯობესდა.
ცხრილში ქვეყნები შეფასებულია რამდენიმე კატეგორიაში და გამოყვანილია დემოკრატიის განვითარების საშუალო მაჩვენებელი. 1-დან 7-მდეა ქულების შკალა. საუკეთესო შეფასებაა 1 და ყველაზე ცუდი - 7. სხვადასხვა კრიტერიუმის შეფასებების საშუალო არითმეტიკული არის სწორედ ქვეყნის დემოკრატიის ქულა. საქართველო წელს შეფასდა 4,61 ქულით, რაც შარშანდელთან შედარებით 0,03-ით უკეთესია. რაც შეეხება ცალკეულ კრიტერიუმს: საარჩევნო პროცესი - 4,5 ქულით შეფასდა, სამოქალაქო საზოგადოება - 3,75-ით, მედიის დამოუკიდებლობა - 4 ქულით, ქვეყნის მართვის დემოკრატიულობა - 5,5 ქულით, ადგილობრივი მმართველობის დემოკრატიულობა - 5,25 ქულით, სასამართლო სისტემა დაა მისი დამოუკიდებლობა - 4,75-ით, კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობა - 4,5 ქულით. ანგარიშის მიმოხილვით ნაწილში საქართველოს შესახებ წაიკითხავთ: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადგილი აქვს გახმაურებული საქმეების პოლიტიზაციას, სასამართლო სისტემის ხარისხი დღითიდღე უმჯობესდებოდა, რაც იყო იმის დადებითი ნიშანი, რომ პოლარიზებულ სისტემაშიც კი, სტრუქტურულ რეფორმას შეიძლება ჰქონდეს ეფექტი.
Freedom House – 2015 წელი საქართველოში სტაბილურობის წელი იყო
2015 წელი საქართველოში სტაბილურობის წელი იყო. ამ დასკვნას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აქვეყნებს.
„გასულ წელს შეინიშნებოდა პოლიტიკური პლურალიზმის დონის ამაღლება. ამაღლდა სასამართლოს სტრუქტურული დამოუკიდებლობის დონე“, – წერს Freedom House.
ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მთლიანობაში ქართული მედია მაყურებელს და მკითხველს განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებს და პლურალიზმს სთავაზობდა.
„2015 წელი სტაბილურობის წელი იყო. დაპირისპირება „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის“ საკმაოდ დაბალ ნიშნულზე იყო, რაც ამ წლის განმავლობაში საარჩევნო პროცესების არარსებობით შეიძლება აიხსნას“, – წერს Freedom House.
Freedom House-ის დასკვნაში 2016 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზეც არის საუბარი, რომელთა შორის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩევა.
„მომავალი პერიოდი უდავოდ იქნება პოლიტიკური აქტივობის ზრდის პერიოდი. საარჩევნო კონკურენცია გაიმართება „ქართულ ოცნებასა“ და ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებს შორის. ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“. ასევე ამომრჩეველთა ხმების მიღების შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც შეეხება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, მასაც არჩევნებში წარმატების შესაძლებლობა აქვს. ამ პარტიებს, რომელთა შორის პრორუსული, ანტიდასავლური პარტიებიც არიან, აქვს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკაზე გარკვეული გავლენის მოხდენის პოტენციალი. თუმცა ისინი ვერ მოიპოვებენ ხმებს, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ“, – წერს Freedom House.
Freedom House-ის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება შეინიშნება, თუმცა ის მაინც „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის რჩება.
Freedom House-მა განაცხადა, რომ საქართველო „ერთ–ერთი ნათელი წერტილი“ იყო ევრაზიაში 2013 წელს. ევრაზიის რეგიონში ორგანიზაცია აერთიანებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, გარდა ბალტიისპირეთისა. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა რომ "თავისუფალი და სამართლიანი" საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა „ღია და ნაკლებად პოლარიზებულ საარჩევნო კამპანიის გარემოში".
არსებული ნიშნების უმეტესობა იმის მანიშნებელია, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ბოლო წლის მანძილზე გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები“, – აღნიშნულია Freedom House-ის დოკუმენტში.
2) 2015 წლის 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ. თითოეული ქვეყნის შეფასება მოიცავს სამ კატეგორიაზე დაყრდნობილ (ხელმისაწვდომობის დაბრკოლებები, კონტენტის შეზღუდვა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა) დეტალურ ნარატიულ ანგარიშსა და ქულებს. 2015 წლის ანგარიში აფასებს 2014 წლის მაისიდან 2015 წლის მაისამდე პერიოდს. გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველომ 100 ქულიდან 24 აიღო და ინტერნეტ თავისუფლების კუთხით შეფასდა, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა. 2014 წელთან შედარებითი მისი მაჩვენებელი 2 ქულით გაუმჯობესდა.
3) საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ს პრესის თავისუფლების 2014 წლის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა 3 პუნქტით გაუმჯობესა და 197 ქვეყანას შორის 93-ე ადგილი დაიკავა. პოზიციის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო, მედიის თვალსაზრისით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა და მისი თავისუფლება 47 ქულით შეფასდა, რაც შარშანდელთან შედარებით, 2 ქულით გაუმჯობესებულია (49 ქულა).