სირიაში რუსულმა ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა. როგორც რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, Ми-28Н-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა.
ავიაკატასტროფა სირიის ქალაქ ჰომსთან მოხდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ვერტმფრენზე საცეცხლე ზემოქმედება არ განხორციელებულა“.