ბათუმში, გუშინ გახსნილ პარკში ახალდარგული ხე-მცენარეები და ინვენტარი დააზიანეს

ბათუმში, გუშინ გახსნილ პარკში ახალდარგული ხე-მცენარეები და ინვენტარი დააზიანეს

ბათუმში, გუშინ გახსნილ პარკში ახალდარგული ხე-მცენარეები და ინვენტარი დააზიანეს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის ახლადგახსნილ პარკში დღეს გამთენიისას ვანდალურად იქნა განადგურებული ახალდარგული ხე-მცენარეები, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს:

მათი განმარტებით, დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარიც.

InterPressNews.Ge”ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

შინდისის გმირების სახელობის სკვერი გუშინ გაიხსნა. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის პარკთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.