ხმელთაშუა ზღვაში 1850 მიგრანტი გადაარჩინეს. ლიბიასა და სიცილიის კუნძულების მახლობლად ჩატარებულ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას ბუნდესვერის ხომალდიც იღებდა.
როგორც euronews.ge წერს, 750 მიგრანტის გადარჩენა იტალიის სანაპირო პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს, 255 ადამიანი სამხედრო ხომალდმა გადაარჩინა, ხოლო 117 მიგრანტი ზღვიდან სავაჭრო გემის დახმარებით ამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გასული ორი კვირის განმავლობაში 1600 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.