უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანი პრემიერ-მინისტრობაზე დაითანხმეს. როგორც უცხოური მედია წერს, მოლაპარაკებები გვიან ღამემდე გაგრძელდა.
რადას თავმჯდომარის პრეს-სპსიკერის განცხადებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა პოზიცია შეათანხმეს.
თავდაპირველად გროისმანი უარს აცხადებდა პრემიერობაზე, რადგან მის მიერ წარდგენილი კანდიდატურები რამდენიმე თანამდებობაზე არ დააკმაყოფილეს.
მოლაპარაკებების შედეგად იგი პირველი ვიცე სპიკერის პოსტზე ვიტალი კოვალჩუკის კანდიდატურას დათანხმდა, ამის სანაცვლოდ კი მას მინისტრთა კაბინეტის 5 წევრის დანიშვნის საშუალება ექნება.
რაც შეეხება პრემიერ არსენი იაცენიუკის განცხადებას გადადგომის შესახებ, მას უმაღლესი რადა, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს.