აშშ-ში ასობით მომიტინგე დააკავეს

აშშ-ში ასობით მომიტინგე დააკავეს

აშშ-ში, კაპიტოლიუმის შენობასთან პოლიციამ 400-მდე მომიტინგე დააკავა. როგორც euronews.ge წერს, დემონსტრაციაზე ასობით ადამიანი პოლიტიკაში ფულის მიმოქცევასა და საარჩევნო ID კანონმდებლობას აპროტესტებდა.

”ბოლო წლებში ამერიკის პოლიტიკასა და არჩევნებში ფულის მიმოქცევა უკიდურესად გაიზარდა. მილიარდერმა ბიზნესმენებმა დევიდ და ჩარლზ კოხებმა სასურველი კანდიდატების მხარდასაჭერად 900 მილიონი დოლარის გაღებაზე განაცხადეს. არაერთი ანალიტიკოსი საკმაო ხანია აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესმა დემოკრატიულობა დაკარგა, რადგან კანდიდატები არჩევის შემდეგ მხოლოდ დამფინანსებელთა ინტერესებს ითვალისწინებენ”, - წერს სააგენტო.