საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუსეთის ვიზებზე მოთხოვნის გაზრდის გამო, მოსკოვი შვეიცარიას სთხოვს გაზარდოს რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობა თბილისში. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხდა.
„მკვეთრად გაიზარდა ვიზებზე განაცხადის რაოდენობა, ამიტომაც ჩვენ გვსურს შვეიცარიელი კოლეგებისგან მხარდაჭერა, რათა თბილისში მდებარე ჩვენი საკონსულოს შტატი რამდენიმე თანამდებობით გავზარდოთ“, - განაცხდა სერგეი ლავროვმა შვეიცარიის საგარეო მინისტრ დიდიე ბურკჰალტერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი სხვადასხვა კატეგორიის ვიზებს გასცემს ტურისტულის გარდა, მათ შორის ნათესავების მოწვევის გარეშე.