კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12-13 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ იწვიმებს.

14 აპრილს კი ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გამოიდარებს. ზოგან წვიმა შენარჩუნდება. აღნიშნულ პერიოდში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოში დღისით 18-23 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

კვირის ბოლომდე ქვეყანაში არამდგრადი, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, რომლის დროსაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 22-24 გრადუსი იქნება.