გვექნება საბოლოო შეხვედრა, სადაც შევაჯერებთ პოზიციებს ჩავერთვებით თუ არა ინიცირების პროცესში, როგორი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, ან რას შევთავაზებთ ჩვენ თვითონ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მიროტაძემ აღნიშნა, არსებობდა გარკვეული კითხვები კამპანიის წარმომადგენლების ინიციატივასთან დაკავშირებით, კონკრეტულად მე-13 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც დევნის ფუნქციას გულისხმობს.
„ამ შემთხვევაში არის კითხვები ჩვენი მხრიდან როგორც უნდა განხორციელდეს ჩვენი მხრიდან ეს ფუნქცია და როგორი შეიძლება იყოს შედეგი, ან რა გამოცდილება არსებობს სხვა ქვეყნების. მაინცდამაინც მრავალფეროვანი გამოცდილება არ არის, თუმცა ესეც საინტერესოა, ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ კიდევ დამატებითი ინფორმაციები და დამატებითი არეგუმენტები და შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ გავივლით ამ საკითხს და შევიკრიბებით, საბოლოო შეხვედრას გავმართავთ, სადაც შევაჯერებთ პოზიციებს, კერძოდ, ჩავერთვებით თუ არა ინიცირების პროცესში, როგორი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, ან რას შევთავაზებთ ჩვენ თვითონ“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.