გასულ წელს, ევროპაში თანმხლები პირის გარეშე 95 000 მცირეწლოვანი ჩავიდა

გასულ წელს, ევროპაში თანმხლები პირის გარეშე 95 000 მცირეწლოვანი ჩავიდა

გასულ წელს, ევროპაში სულ მცირე 95 000 მცირეწლოვანი ჩავიდა უფროსი თანმხლები პირის გარეშე. ეს რიცხვი 2014 წლის მონაცემებთან შედარებით ოთხჯერ მეტია. ამის შესახებ Euobserver-ის ცნობით, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიურო წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიურომ მცირეწლოვანი მიგრანტების შესახებ ევროპის 29 ქვეყნიდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია, თუმცა, მათგან მხოლოდ 17-მა მიაწოდა მათ მონაცემები. როგორც მოსალოდენლია, წლის ბოლოს აღნიშნულის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს „ეუროსტატიც“ გამოაქვეყნებს.