რუმინეთის თავდაცვის მინისტრის, მინეა მოტოჩის განცხადებით, გეგმა, რომლის წარდგენასაც რუმინეთი ვარშავის სამიტზე აპირებს, საქართველოსა და უკრაინას, როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყნებსაც მოიცავს. ამის შესახებ euronews.ge წერს.
“ფორმულა, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვისაც ღია იქნება, გულისხმობს იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის მონაწილეობას ნატო-ს შავი ზღვის მუდმივ ფლოტში, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან, თუმცა მუდმივად მონაწილეობენ ნატო-ს წვრთნებში. ეს იქნება ძლიერი სიგნალი ნატო-ს ვარშავის სამიტზე”, - განაცხადა მინისტრმა რუმინულ გაზეთთან ინტერვიუში.
ფორმულა იმ რუმინული გეგმის ნაწილია, რომელიც ბუქარესტმა ვარშავის სამიტზე წარსადგენად ნოემბერში გაახმოვანა და რომლის მიხედვითაც, შავ ზღვაზე ნატო-ს ქვეყნების მუდმივი ფლოტი უნდა შეიქმნას.