სერგეი ლავროვი შვეიცარიას საქართველოში საკონსულო შტატის გაზრდას სთხოვს

სერგეი ლავროვი შვეიცარიას საქართველოში საკონსულო შტატის გაზრდას სთხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ვიზებთან დაკავშირებით, მიმართვიანობა გაიზარდა, რის გამოც აუცილებელი გახდა, საკონსულოს თანამშრომლების შტატი გაიზარდოს.

„მკვეთრად გაიზარდა ვიზებზე მომართვიანობა, ამიტომ, შვეიცარიელი კოლეგებისგან გვსურს მხარდაჭერა, რომ საკონსულოში ჩვენი თანამშრომლების შტატი გაიზარდოს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა შვეიცარიელ კოლეგა დიდიე ბურკჰალტერთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლიდან გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.

2008 წლის ბოლოდან შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.