ნოდარ ჯავახიშვილი ჟურნალისტებს: რატომ გგონიათ, რომ მე საარჩევნო სიაზე ვოცნებობ?

ნოდარ ჯავახიშვილი ჟურნალისტებს: რატომ გგონიათ, რომ მე საარჩევნო სიაზე ვოცნებობ?

რატომ გგონიათ, რომ მე საარჩევნო სიაზე ვოცნებობ? - ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს.

ნოდარ ჯავახიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია და საკითხები მისი კომპეტენციის ფარგლებში დაესვათ.

„რატომ გგონიათ, რომ ჩვენ ახლა არჩევნებზე ვმუშაობთ. თქვენ გგონიათ, რომ ეს ჩემი ოცნებაა ან მიზანია? რატომ მეკითხებით ასე? შეიძლება ახალგაზრდა ადამიანს ჰკითხოთ, მოხვდებით თუ არა უნივერსიტეტში, რადგან ეს ოცნებაა. რატომ გგონიათ, რომ მე საარჩევნო სიაზე ვოცნებობ? ანუ თქვენ მეკითხებით, მოგხსნიან თუ არა სამსახურიდანო? - არა, ბატონო“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ჟურნალისტებმა მინისტრს NDI-ს დღევანდელი კვლევის შეფასება სთხოვეს, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ კვლევებს არ გაცნობია.

„შემიძლია გავაკეთო დასკვნა დოკუმენტზე, რომელსაც არ გავცნობივარ? - აღნიშნა ჯავახიშვილმა.