ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აგვისტომდე გეგმავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აგვისტომდე გეგმავს

ე.წ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უკვე ვმსჯელობთ ჩატარების თარიღებზე. კონკრეტული თარიღის დასახელება ახლა ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ იგი უახლოეს მომავალში, აგვისტომდე ჩატარდება“, - განაცხადა თიბილოვმა.

მისივე განაცხადებით, რეფერენდუმის საკითხი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ კონსტიტუციაში იმ მუხლის შესწორებას მიეძღვნება, რომელიც მომავალში ოკუპირებულ რეგიონს მისცემს შესაძლებლობას რუსეთს მათ შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართონ.

„ამ ეტაპზე მსოფლიოში შექნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ გვინდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი სერიოზული პოლიტიკური რისკების წინაშე დავაყენოთ. ამიტომაც მივედით დასკვნამდე, რომ საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მე-10 მუხლში, რომელიც პრეზიდენტს მისცემს უფლებას პარლამენტის თანხმობით რუსეთს მიმართოს თხოვნით განიხილოს მათ შემადგენლობაში შესვლა“, - აღნიშნა თიბილოვმა.