ირანმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-300-ის პირველი პარტია მიიღო

ირანმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-300-ის პირველი პარტია მიიღო

ირანმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-300-ის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ „ბიბისის“ ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

„ჩვენ ამ დრომდე განვაცხადეთ, რომ მიუხედავად მოწოდების დროის შეცვლისა, სისტემების ჩამოატანის პროცესი გრძელდება და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ აღჭურვილობის პირველი პარტია ირანში ჩამოვიდა, მორიგი პარტიის მოწოდება გაგრძელდება“, - განაცხადეს ირანის საგრეო უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აპრილში, რუსეთის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქცია მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს უფლება თეირანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიაწოდოს.

S-300-ი საზენიტო სარაკეტო სისტემაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია რამდენიმე სამიზნის განადგურება, ასევე რაკეტების ჩამოგდება.