უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე კარგად რუსეთი უზრუნველყოფს

უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე კარგად რუსეთი უზრუნველყოფს

NDI-ის კვლევის თანახმად, უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე კარგად რუსეთი უზრუნველყოფს.

კითხვაზე, რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს ყველაზე კარგად საქართველოს უსაფრთხოებას, უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა 15% მიიჩნევს, რომ ამას ყველაზე კარგად ნატო უზრუნველყოფს, 16% ევროკავშირს ასახელებს, 29% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე კარგად რუსეთი უზრუნველყოფს, 3% აშშ-ს ასახელებს, ხოლო 11% - აზერბაიჯანს.

ამასთან NDI-ის კვლევის თანახმად, უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხული რესპოდენტების 20% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, 25%-ის აზრით კი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატო-სთან.