რუსეთში, სტავროპოლის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ხუთი აფეთქება მოხდა.
სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შენობასთან თავი აიფეთქა, მეოთხე ტერორისტის ლიკვიდაცია კი, პოლიციამ შეძლო.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ადასტურებს. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.