“კონსერვატორთა“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ მისი ფრაქცია უმრავლესობის შემადგენლობას არ დატოვებს.
როგორც ამასთან დაკავშირებით ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის სტაბილურობა უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია და ეს უნდა შენარჩუნდეს.
“ჩვენ უმრავლესობიდან გასვლას არ ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, არც უარს ვამბობთ იმ რეფორმებში მონაწილეობაზე, რომელშიც უკვე მივიღეთ მონაწილეობა და რომელიც კიდევ წინ გვაქვს ყველას“, - განაცხადა ძიძიგურმა.