NDI-ს კვლევების თანახმად, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს

NDI-ს კვლევების თანახმად, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს

NDI-ს კვლევების თანახმად, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს. კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა, რომელშიც ერთ-ერთი კითხვა იყო, თუ რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას.

ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნატო - 23%; ევროკავშირი - 13%; რუსეთი - 13%; აშშ - 10%; ევრაზიული კავშირი - 1%; აზერბაიჯანი - 1%; სომხეთი - 1%; კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ - გასცა 32%-მა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 47% რუსეთს მიიჩნევს. ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი - 47%; ”ისლამური სახელმწიფო”- 8%; აშშ - 7%, თურქეთი - 5%; ნატო - 2%; სომხეთი - 1%, ევროკავშირი - 1%; ევრაზიული კავშირი - 1%; სხვა - 2%; არ ვიცი - 27% და უარი პასუხზე 1%-მა განაცხადა.