NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს. უფრო კონკრეტულად, ანგარიშის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ რესპონდენტთა 84 პროცენტი ინფორმირებულია, საიდანაც 72 აცხადებს, რომ აღნიშნულს ემხრობა.
რაც შეეხება შეკითხვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გამოკითხულთა 14 %-მა აღნიშნა, რომ ”პროდასავლური”, 52 %-ის აზრით, ”პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც”, 5 % ფიქრობს, რომ ”პრორუსული”, 16 %-ის აზრით კი, ”პრორუსული, თუმცა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან”. 11 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.