NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს ”იგივე მდგომარეობაში” მიიჩნევს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს ”იგივე მდგომარეობაში” მიიჩნევს

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს ”იგივე მდგომარეობაში” მიიჩნევს.

ასეთია ”ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო ”რუმსში” ამ წუთებში მიმდინარეობს.

უფრო კონკრეტულად: შეკითხვაზე: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორ მდგომარეობაში ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი, რესპონდენტთა 10 %-მა აღნიშნა, რომ ”უკეთესად”, 47 %-ის თქმით, ”იგივე მდგომარეობაში”, ხოლო 42 %-ის განცხადებით, ”უარესად”.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.