აზერბაიჯანული მხარე მთიან ყარაბაღს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანული მხარე მთიან ყარაბაღს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. „ბიბისის“ ცნობით, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთმა და მთიანი ყარაბაღის ე.წ რესპუბლიკამ 115-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. თუმცა, როგორც არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ გასული ღამის განმავლობაში დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებმა გუშინ დილით განაცხადეს. მანამდე კი კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. მხარეები დაპირისპირების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.