ლონდონის სასამართლომ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” დავით კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა დაუდასტურა.
ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი, დავით კეზერაშვილის მიმართ საქართველოში პოლიტიკური დევნის მოტივები გახდა.
”მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს პროკურატურას კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი ეთქვა ბრიტანეთიდან. საექსტრადაციო პროცედურები ბრიტანეტში დასრულებულია. მოსამართლის მხრიდან დასაბუთება იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნის საფუძვლები, რომ ეს არის, მის მიმართ ცალსახად პოლიტიკური დევნა საქართველოში”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” შოთა მინდელმა.
მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში გამართულ სასამართლო პროცესს თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც ესწრებოდა.