უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე ნიდერლანდებში რეფერენდუმი მიმდინარეობს

უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე ნიდერლანდებში რეფერენდუმი მიმდინარეობს

ჰოლანდიაში უკრაინის საკითხზე საკონსულტაციო რეფერენდუმი მიმდინარეობს. როგორც euronews.ge წერს, რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში ამომრჩეველთა 30% მაინც მიიღებს მონაწილეობას.

რეფერენდუმით ჰოლანდიელი ხალხი გადაწყვეტს, მოახდინოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირ-უკრაინას შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.