არ შეიძლება ქვეყანამ წინასაარჩევნო რეჟიმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცხოვროს, - ასე ხსნის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე გამოცემული განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შედის.
კანონიდან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ უნდა იყოს შეზღუდვები, როცა წინასაარჩევნო რეჟიმში გადავდივართ, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანამ წინასაარჩევნო რეჟიმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცხოვროს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, ჩვენ ამ ვადაში უნდა ვიყოთ შეზღუდული, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ადმინისტრაციები იმ მდგომარეობამდე შეიძლება მივიდნენ, რომ მიმდინარე პრობლემებსაც ვერ გადაწყვეტენ“, - აცხადებს დეპუტატი გედევან ფოფხაძე.