პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავენ

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავენ

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრას გამართავენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება და ის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს შეეხება.

”დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაგეგმილი აქვს სამუშაო შეხვედრა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც დაესწრება პრეზიდენტი”, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.