ჩვენი მინისტრების გათავისუფლებაზე მსხვილმა ”რესპუბლიკელებმა” არაფერი ვიცით და არამგონია, რაიმე უჩვენოდ ხდებოდეს

ჩვენი მინისტრების გათავისუფლებაზე მსხვილმა ”რესპუბლიკელებმა” არაფერი ვიცით და არამგონია, რაიმე უჩვენოდ ხდებოდეს

“რესპუბლიკელი” მინისტრების თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე მსხვილმა “რესპუბლიკელებმა” არაფერი ვიცით და არ მგონია, რაიმე უჩვენოდ ხდებოდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

“მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის იმდენად, რამდენადაც ჩვენ, “რესპუბლიკელებმა” ამის შესახებ არაფერი ვიცით. შეიძლება ვინმემ რაიმე იცის, მაგრამ მე არ ვიცი და ძალიან მსხვილმა “რესპუბლიკელებმა” არ იციან და არა მგონია რაიმე უჩვენოდ ხდებოდეს”, - აცხადებს ლევაბ ბერძენიშვილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ”რესპუბლიკელი” მინისტრები, ასევე განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე შესაძლოა თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.