აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. როგორც აზერბაიჯანული პრესა იტყობინება, უწყების განცხადებით, საბრძოლო მოქმედებები კონფლიქტის ზონაში მხარეების შეთანხმებით შეწყდა.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებენ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყებამ გააკეთა.